ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის:
- დეკანის აპარატში
- სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში
- ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში
სტაჟირების მიზანია იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის
უზრუნველყოფა, მათი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. გაეცანით ინფორმაციას და
თქვენთვის სასურველ სტაჟირებაზე განაცხადი გააკეთეთ მითითებულ სარეგისტრაციო
ელფოსტაზე.
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა:
დეკანის აპარატში - 6 ადგილი
სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში - 2 ადგილი
ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში - 3 ადგილი
- სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო (მე-2 კურსიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
- სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე)
- სტაჟიორის ფუნქციები: დეპარტამენტების საქმიანობისა და მიმდინარე ამოცანების შესაბამისად
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
- სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
- დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:
ა) CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
ბ) სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე
- განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: irakli.leonidze@tsu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ, თუ რომელ დეპარტამენტში გსურთ სტაჟირება
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბრის ჩათვლით
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.